პური 10-15 თეთრით გაძვირდა, რისი მიზეზიც ფქვილის სუბსიდირების პროგრამის ამოწურვაა.
პურის ფასი ზრდის მიმართულებით 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა დააკორექტირა.
15 თეთრიან ფასნამატში პური მწარმოებლების კომპანიების მიერ მომატებული ფასი 10 თეთრს შეადგენს, დამატებით 5 თეთრით კი პური მაღაზიების ნაწილმა თავად გააძვირა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა დასრულდა.