ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი ალაპარაკდა იმაზე, რომ მათ გვერდით ბევრი ადამიანია ისეთი, რომლებიც ვაქცინირებულები აიან, თუმცა კორონა მაინც ემართებათ და სიმპტომებიც იგივე სიმძიმისაა, რაც იმ შემთხვევაში, როცა ინფიცირებული ვაქცინირებული არ არის და ეს არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა:
“ჩვენს ოფისში ყველა ვაქცინირებულია. მათ შორის თანამშრომელთა დიდ ნაწილს გადატანილი გვაქვს კოვიდი.
აცრების შემდეგ უკვე მე-3 კოლეგა დაინფიცირდა და იმაზე მძიმედ ვიდრე პირველად დაინფიცირების შემთხვევაში იყო.
ვერ ვხვდები რას და რისთვის გვიშხაპუნებენ” ?- წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთი- საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი.
იგივე პრობლემაზე წერს პარტია” ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, მამუკა გამყრელიძეც:
” ჩემი ქალიშვილის ოჯახში კოვიდით ერთდროულად დაავადდა 6 ადამიანი. მათგან ერთი სრულად ვაქცინირებული სინოფარმით, ორი ასტრას ერთი დოზით, სამი არავაქცინირებული.
ყველა მათგანის სიმპტომები, დაავადების ხანგრძლივობა და სიმძიმე ზუსტად ერთნაირი იყო.
უბრალოდ განსჯისთვის დავწერე”…
ამავე თემაზე დღეს ასევე ისაუბრა
ამირან გამყრელიძემ, რომელიც საკმაოდ საყურადღებო სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ერთხელ აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს, ხოლო ორჯერადად აცრილებზე ახლა კვლევა მიმდინარეობს.
“პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეული. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით.
ჩვენი მეექვსე ანგარიში ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
რუსთავი 2