დისტანციური სწავლა გამოსავალი არ არის – თამარ გაბუნია მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა, აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სკოლებთან მიმართებაში პირადად ჩემი  ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაც არის ის რომ ივლისი და აგვისტო სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის იმისთვის, რომ სკოლები დახვდეს სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში.

დღეს, შეზღუდვა გამოსავალი სკოლის პირობებში არ არის. არც დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია და ამდენად, თხოვნა მექნება ყველასთან ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს ნამდვილად არის ამ შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share