კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2261 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, კორონავირუსისგან 1410 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share