“ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი”

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის თბილისში შეთანხმებაზე:

“ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში მეორე ტურში გადასვლის შანსი არ მაქვს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიმეღო, გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის ხმების მაქსიმალური მობილიზაციაა. თუმცა, მე მჯერა, რომ ჩვენ ამას ისედაც შევძლებთ – დამოუკიდებელი და გამორჩეული კამპანიით, ისე, როგორც ეს შარშან გავაკეთეთ. ასევე მჯერა, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი. ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. 2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, გირჩი – მეტი თავისუფლება ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას. ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც, იმედი გვაქვს, მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან. კოვიდი მოვილიე, სექტემბერში სრულად ფორმაში ვიქნები”

. წერს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საკუთარ Facebook-გვერდზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ოპოზიციამ თბილისში მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარედ კი – ელენე ხოშტარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share