შვედეთის “მედიცინის სოფელი” ლაბორატორიაა, სადაც ინგემო ანდერსონი ინჰალაციურ ვაქცინაზე უკვე მუშაობს. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ეს მეთოდი ინექციისგან ბევრად მარტივი, იაფი და მოსახერხებელია.
“თქვენ უბრალოდ უნდა გაააქტიუროთ ინჰალატორი, მოათავსოთ მილი პირში და ღრმად ჩაისუნთქოთ,” – ამბობს ექიმი ანდერსონი.
Janssen Pharmaceuticals ფარმაცევტული მწარმოებელია, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთ საინექციო პრეპარატს ქმნის. კომპანია ამ ეტაპზე უკვე აქტიურად მუშაობს Ziccum-ის მშრალი ფხვნილის ვაქცინაზეც.
ფხვნილის/აბების სახით ვაქცინის მიღება, პირველ რიგში, უფრო იაფი და უსაფრთხო იქნება. ასევე, ეს საქმეს გაუმარტივებს იმ ადამიანებს, ვისაც აცრის პროცესის ეშინიათ.
“არავინაა უსაფრთხოდ, სანამ ყველა არ იქნება ვაქცინირებული. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, თუ დედამიწის რომელიმე კუთხეში ისევ იქნება კორონავირუსი,” – ამბობს ექიმი გორან კონდარსონი.