სიციალიაში სავარაუდოდ რეკორდული სიცხე – 48,8 გრადუსი დაფიქსირდა

იტალიის კუნძულ სიციალიზე შესაძლოა ევროპაში რეკორდული სიცხე – 48,8 გრადუსი დაფიქსირდა. მონაცემები მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) უნდა გადაამოწმოს.

WMO-ს მონაცემებით, რეკორდული სიცხე – 48 გრადუსი ევროპაში 1977 წელს ათენშია აღრიცხული.

იტალიაში ჰაერის ტემპერატურის მატება გამოწვეულია ანტიციკლონით სახელად ლუციფერი, რომელიც აფრიკიდან დაიძრა. მოსალოდნელია, რომ ანტიციკლონი რომისკენ გადავა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე რეგიონში მოსახლეობა უკვე გააფრთხილა მოსალოდნელი ძლიერი სიცხის შესახებ.

მაღალი ტემპერატურის გამო იტალიის სამრეთით – სიცილიაში, კალაბრიასა და აპულიაში ტყის ხანძრები დაფიქსირდა. მეხანძრეების განცხადებით, 12-საათიან პერიოდში სიცილიასა და კალიბრიაში 300-ზე მეტ ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

გარდა ამისა, გტყის ხანძრები გრძელდება საბერძნეთში. პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტიკასი ხანძრების მთავარ გამომწვევ მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share