ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ზვიადაურის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დღეს, დაჩქარებული წესით გაიმართა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრალდებულს ხვალ დაღუპული ძმის, ზვიად ზვიადაურის დაკრძალვაზე დასწრება სურს. ეს კი სწორედ პატიმრის სტატუსითაა შესაძლებელი.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შუამდგლომლობაც დააყენა. ზვიადაურს თავდებში ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთო ჭრიკიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი უდგებოდნენ, თუმცა, მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share