გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო დღე-ღამეში კი, სულ 458 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება სრულ სტატისტიკას – დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა შეადგენს – 5714;
აქტიური შემთხვევა არის – 677; მათგან სტაციონარში მკურნალობს 132, საკარანტინე სივრცეშია – 201, ხოლო ბინაზე მკურნალობს 344 პირი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის სულ – 5002. სამწუხაროდ გარდაცვლილია – 67 პირი.