“ოცნებას” არა აქვს 40%-ზე მეტი მხარდაჭერა

შეთანხმებიდან ოცნების გასვლამ დაანახა საზოგადოებას, რომ მათ არ აქვთ არავითარი იმედი არა მხოლოდ 43%-ის აღების, არამედ 40%-ის აღებისაც. მათ აქვთ ფსიქოლოგიური და ძალიან სერიოზული შიშის ბარიერი,.

როდესაც 3 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ეცოდინება, რომ ეს არ არის ლეგიტიმური, მათ არ აქვთ 40%-ზე მეტი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები იქნება. მათ მეტი გამოსავალი არ ექნებათ.

ამბობს ქუთაისი მერობის კანდიდატი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share