„ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა. ჩვენთანაც აღნიშნულთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოში ძალიან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ შემოდგომიდან ჩვენთანაც დაიწყება“,- განაცხადა იმნაძემ.
რაც შეეხება პედაგოგების ვაქცინაციას, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მასწავლებლების დაახლოებით 40% უკვე აცრილია და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება.
„მივესალმები ვაქცინაციის პროცესში ჩვენი პედაგოგების აქტიურობას. მასწავლებლების დაახლოებით 40% უკვე აცრილია და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება“,- განაცხადა იმნაძემ.