“გურიის მოამბემ” პარტია “საქართველოსთვის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის 2 ოქტომბერს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიის პირველი ათეული მოიპოვა.
გახარიას გუნდს ოზურგეთის რაიონული პრკურატურის ყოფილი პროკურორი, 2006-20010 წლების მოწვევის ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი-პეტრე სალუქვაძე უხელმძღვანელებს და შესაბამისად სიის პირველი ნომერი იქნება.
მეორე ნომერი ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მუნიციპალიტეტის ვიცე მერი 2014-2017 წლებში – ალეკო ბურჭულაძე.
სიაში ასევე არიან “ქართულიოცნებიდან” საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ირაკლი ჩხაიძე, ბიზნესმენები კახა გაგუა და რევაზ კოპალეიშვილი (“მოდერნის” ყოფილი დირექტორი) და საბიბლიოთეკო გაერთიანების ყოფილი დირექტორი, რუსუდან მემარნიშვილი, რომელიც 2011 წელს დაარსებული “ქართული ოცნების” დამფუძნებელთა სიაშია.
1) პეტრე სალუქვაძე
2) ალეკო ბურჭულაძე
3) სოფიკო ქარცივაძე
4) ირაკლი ჩხაიძე
5) კახა გაგუა
6) მაკა ჩხაიძე
7) რევაზ კოპალეიშვილი
8) ნინო ღლონტი
9) რუსუდან მემარნიშვილი
10) შოთა კოჩალიძე
ცნობისათვის: აღნიშნული გუმდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატია გია ცეცხლაძე.