XIX საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს. ფირალების ასპარეზზე გამოჩენა უმეტესწილად სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმების გამო მოხდა:
რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია და მისი შედეგები, სახალხო აჯანყებები, საგლეხო რეფორმა, რუსეთ-თურქეთის ომი, მცირე მიწიანობა და უკიდურესი გაჭირვება, რამაც ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ ხელში თოფი ააღებინა. გლეხები უარს ამბობდნენ ყოველნაირ გადასახადებზე, ძალით ისაკუთრებდნენ ტყეს და საძოვრებს, წვავდნენ მემამულეთა სახლ-კარსა და ქონებას, კლავდნენ თავად-აზნაურებს, სამღვდელოების წარმომადგენლებსა და მეფის მოხელეებს. გაუსაძლისი პირობები, უკიდურესი სიდუხჭირე, გადასახადების სიმძიმე და პერმანენტული შიმშილობა ხშირად გლეხს უბიძგებდა საარსებო წყარო და სამართალი იარაღით ხელში ეძება, რაც შემდეგ მასობრივ არეულობასა და შეიარაღებულ გამოსვლებით აღინიშნებოდა.
80-იანი წლების დასაწყისიდან ტყეში ფირალად მოსახლეობის გავარდნამ მასობრივი და არნახული ხასიათი მიიღო. ერთი გურული გლეხი ამბობდა: ,,ფირალს ტყეში ყოფნა სახლში ყოფნას რავა ერჩია, მარა შუუჩდებოდენ და გააქცევდენ ფირალად”.
გაიაზრეთ და ნუ გაიმეორებთ შეცდომებს, ძვირფასო მთავრობავ, ნუ შუუჩდებით ხალხს და ნუ გააქცევთ ფირალებად!