“ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს,თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის” – თაკო ჩარკვიანი

მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება თაკო ჩარკვინი:
“მოკლედ ასე: შევინარჩუნოთ წონასწორობა…..ხვალ არჩევნებზე და 3 რიცხვში მობილიზაცია ….. ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის -სახელმწიფოებრიობისთვის , რომელსაც ანადგურებენ ! თქვა ჩამოვიდა – ჩვენი სახელმწიფო მიტაცებულია,მთელი დღე “გაჰკიოდნენ ” ეს ცრუპენტელები პრეზიდენტი საქართველოში არ შემოსულაო! სახელმწიფო აღარ არსებობს ჩამოშლილია, ფეოდალ -ოლიგარქის- ივანიშვილის აგარაკია ჩვენი სამშობლო. . ახლა უპირველესია ბრძოლა ღირსებისთვის და მობილიზაცია და დასრულება ამ ბანდიტური ქურდული ” ოცნებისა” !!!!!შევინარჩუნოთ წონასწორობა , საქართველოს ანექსიას და აშენებული სახელმწიფოს დანგრევას არ დავუშვებთ!
სააკაშვილმა არავინ შეაწუხა, არავინ , ყველა დაინდო, ვაჟკაცურად ღირსეულად მოიქცა, ისე როგორც ძლიერ ლიდერებს სჩვევიათ ისტორიულად! ბოლომდე შენს- თქვენს გვერდით მიგულე, იცოდეთ ასიათასობით მხარდამჭერით პრეზიდენტო , ძმაო და მეგობარო!!! ხვალ ჯერ არჩევებზე!შემდეგ კი ვიცით ღირსება რა არის მოქალაქეებმა !!!!”- წერს ჩარკვიანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share