“მე და თეა წულუკიანმა ერთი ფაკულტეტი დავამთავრეთ – თსუ საერთაშორისო ურთიერთობები. ერთი კურსით წინ იყო, მეც ფრანგულ ჯგუფში ვიყავი და სულ ვხედავდი პატარა, ხუჭუჭა, მომხიბვლელ, სასიამოვნო გოგოს და მის წარმატებას გივი სიდამონიძესთან ერთად მეც ვგულშემატკივრობდი….
ჰოდა, ქალბატონო თეა, არ მჯერა, რომ თავიდანვე ასეთი იყავით და ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რომ ასეთ მონსტრად იქეცით და გულწრფელად მეცოდებით. მერე ვფიქრობ, რომ ამ ღვარძლში ჩემი ცხოვრების 9 წელი გავიდა.
სულ ვამტკიცებ, რომ აღარაფერი გამიკვირდება და ყოველ ახალ კომენტარზე ხელახლა მიკვირს – ქალი, შვილი, ცოლი და რაც მთავარია, დედა – სად იტევთ ამდენ პათოლოგიურ ზიზღს, ღვარძლს, ბოღმას, ბოროტებას, გულგრილობას, სიძლვილს. ან სად დააგროვეთ და ან რა ვერ გაგიარათ ამ ხნის გნამავლობაში? და რაც მთავარია, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ვერც აცნობიერებთ, რომ ჩვეულებრივ კრიმინალად იქეცით!
“მთავარ არხს” კიდევ ბევრი აქვს სანერვიულოო!
დიახ, ვნერვიულობ და ვიბრძვი, რომ ჩემმა შვილმა, რომელიც 7 წლის იყო, თქვენ რომ ხელისუფლებაში მოხვედით, მისი საუკეთესო წლები ასეთ ზიზღსა და ბოღმაში არ გაატაროს, თქვენ და რამდენიმე თქვენი თანაგუნდელი რომ აფრქვევთ ყოველდღიურად!
მე, ერთი კონკრეტული “მთავარარხელი” ამას მთელი გულით გპირდებით! იმდენი რამ გამომივლია, ჩემს პირობას ფასი ნამდვილად აქვს, თან, როცა ასეთი ერთად შეკრული გუნდის წევრი ვარ, თავისი არაჩვეულებრივი ლიდერით Nika Gvaramia-თი!”
წერს სოციალურ ქსელში, ტვ “მთავარის” მთავარი პროდიუსერი, თეო გილიგაშვილი