ქართველი სამრეწველო დიზაინერი, ზვიად ციკოლია, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და მიმართვას ავრცელებს.
ბრენდ “ციკოლიას” ხელმძღვანელი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს, ნუ გადააყოლებენ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს.
ყველამ კარგად ნახა ბოლო პერიოდში, რამდენად ინერტული ვარ პოლიტიკური მოვლენების მიმართ და ბევრჯერ ავღნიშნე, თუ რამდენად მიუღებელია ჩემთვის ეს თემა, თუმცა ის, რაც დღეს ხდება, გულგრილს ვერ დატოვებს ვერავის, ვისაც კი ოდნავ გული შესტკივა საქართველოს იმიჯზე და მომავალზე.
93-ში ერთხელ უკვე ჩავიჯ..ით სერიოზულად როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრედ იმ ქვეყნად. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა არამც თუ რომელიმე ხელისუფალს, არამედ სრულიად საქართველოს და ერს აღარ ეპატიება. ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დაცინვის ობიექტები. მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, ვისზეა საუბარი, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე, თუ ზურაბიშვილზე. ღირსება უნდა შევინარჩუნოდ ბოლომდე და არავის მივცეთ იმის საშუალება, რომ მომავალში აშკარა შეცდომები წამოგვაძახონ და უფრო მეტიც, წინ დაგვახვედრონ. თხოვნით მივმართავ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნუ გადააყოლებთ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს. სჯობს, ერთად დავდგეთ ყველა საერთო მტრის წინააღმდეგ და ერთად ვებრძოლოთ”- წერს ციკოლია.