მომღერალ ბუბა კიკაბიძეს მეუღლე გარდაეცვალა.
ინფორმაციას ირინე ქებაძის ქალიშვილი მარინა საღარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“წავიდა ჩემი ლამაზი, თბილი და ყველაზე ერთგული ადამიანი …დე მიყვარხარ…”, – წერს მარინა საღარაძე.
არსებული ინფორმაციით, ირინე ქებაძე ასაკთან დაკავშირებული ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.