,,30 ოქტომბერს გადაწყდება, ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას თუ ვიქცევით რუსეთის უკანა ეზოდ” – ეს განცხადება ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ, რუსთავის ციხესთან გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა.
მელიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტური იქნება გადამწყვეტი თუ, სად იდგება ქართველი ხალხი და რა გზით გააგრძელებს ქვეყანა სვლას.
,,30 ოქტომბერს გადაწყდება, ეს ქვეყანა, სახელმწიფოს სახით, გააგრძელებს განვითარებას, თუ ვიქცევით მართლა რუსეთის ფედერაციის უკანა ეზოდ. 30 ოქტომბერს გადაწყდება მიხეილ სააკაშვილი იქნება იქ, სადაც ახლა არის და ბევრი ჩვენგანი კიდევ იქ ვიქნებით, თუ იქ აღარ იქნება. ჰოდა მაშინ ჩვენ გადავწყვიტოთ, 30 ოქტომბერს გვიღირს ბრძოლა თუ არა”, – განაცხადა მელიამ.