ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს ბოლო სხდომა, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო, მოულოდნელად გადაიდო.
ლანჩხუთის საკრებულოში “გურიის მოამბეს” სხდომის გადადების მიზეზებზე არ ესაუბრებიან.
თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 2017 წლის მოწვევის ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო სხდომა, ხვალისათვის ქვეყნის დედაქალაქში დაანონსებული მთავრობის მხარდამჭერი აქციის გამო გადაიდო, რადგან, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და მათ საკრებულოს სხდომაზე ყოფნას, აქციაზე წასვლა ამჯობინეს.