ბორელიოზი

”ამ დღეებში არაფერი არ მინდოდა დამეწერა. მაგრამ, რასაც ვიტყვი, ამ მხრივ ,მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთლელობას.მე ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობას. ეს ორი თვეა, უკვე მეოცე ადამიანი მიკავშირდება. ზოგს მე დავუდგინე ეს დიაგნოზი, ზოგი უცნობი კი, დადგენილ დიაგნოზზე, ძალიან გახანგრძლივებული მიმდინარეობის გამო მკურნალობას მთხოვს. როგორც ჩანს აშკარად მომძლავრებულია ეს ვითარება და ჯანდაცვის სამინისტრომ და პროფილაქტიკურმა სამსახურებმა უნდა იბრძოლონ განსამუხტად. ასევე უნდა დადგინდეს, რამდენადაა ის კავშირში– კოვიდინფექციასთან. ჩემი ინიციატივით, რამდენიმე ექიმმა გავინაწილეთ სამუშაო და ვიკვლევთ ამის კავშირს კოვიდთან, რაც შეიძლება დიდი დახმარება აღმოჩნდეს კოვიდინფექციასთან ბრძოლაში. საქმე ეხება—- ბორელიოზს. ჯერ არ ვაპირებდი გახმაურებას, მაგრამ, გუშინ ოთხი ადამიანი მთხოვდა შველას. არც დრო მაქვს და არც შესაძლებლობა დეტალურად ავღწერო. მხოლოდ ,ძალიან მოკლედ წარმოგიდგენთ, რომ იცოდეთ.ევროპელი მეცნიერები ბორელიოზს, თანამედროვე სამეცნიერო წყაროებში ,ყველაზე მრისხანე და ვერაგ დაავადებად მოიხსენიებენ. ეს იგივეა , რაც ლაიმის დაავადება. ახალი არ არის. პირიქით, ძალიან ხშირი ინფექციაა. უკიდურესად ხშირი.იმდენად ხშირი, რომ გამოპარვის შემთხვევაში, უამრავი დაავადების არასწორი მკურნალობა და ადამიანების მძიმედ დაავადება, ამ დაავადების კისერზეა. მაგრამ, ახლა როგორც ჩანს, უფრო გახშირებულია.ეს დაავადება ბევრმა არ იცის, იმიტომ, რომ ამ ინფექციის დროს, ბევრი სამედიცინო შეცდომა ხდება და ვერ ხდება მისი გამოცნობა. შესაბამისად , მკურნალობენ , როგორც სხვა დაავადებას. იწვევს სპიროქეტა. ადამიანს ემართება ტკიპით. ბორელიოზს, თუ ის გამონაყრით მიდის, ადვილად გამოიცნობთ, თუ ნაკბენს დააკვირდებით. მრგვალი წითელი ლაქა, შუაგულში კი, უფრო ღია ფერისაა. ბორელიოზის უმრავლესობა ტიპი, ჩვეულებრივი გაციების იმიტაციით მიდის. ანუ გგონია გაციებული ხარ——–არის ტემპერატურა, თავის და კუნთების ტკივილი,სისუსტე. ამიტომ ვამბობ გამოკვეთილად და ხშირად———აუცილებელია, გრიპის, სპეციფიკური ვირუსის,ინფექციური დაავადების ,გაციების და გადაციების დიფერენცირება. ამ თითქოსდა არამნიშვნელოვან განსხვავებაში, ადამიანის მომავალი სიცოცხლე დევს. გაციების იმიტაციით გამოვლინება პირველი სტადიაა ამ დაავადების. გაციების ზუსტად მსგავსი სიმპტომები, რამდენიმე მძიმე დაავადების ჩივილებს ემთხვევა. მედიცინა ურთულესი მეცნიერებაა და არ არის ისე მარტივი, როგორც ბევრს ეჩვენება. თუ გყავთ გამოცდილი, მაღალი დონის , პირადი ექიმი, რომელსაც შესაბამისად ,ხშირად უკავშირდებით, ჩათვალეთ, რომ ცხოვრებაში ძალიან გაგიმართლად. რადგან, ეს დიდი ფუფუნებაა. ჯანმრთელობა ყველაზე დიდი განძია. რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. სამწუხაროდ, ბევრი მაგალითი აჩვენებს, რომ დღეს, ჯანმრთელობის რეალური დამცეველები ბევრი არ არიან.
მეორე სტადია კბენიდან ერთ თვეშია. შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ჩივილით, ესენია———- სახსრების ანთება, სისუსტე, გულის პრობლემები, კისრის ტკივილი, ადვილად დაღლა, მეხსიერების დაქვეითება, გონების გაფანტვა, ოფლიანობა,თვალის კუნთის ტკივილი,ყელის ტკივილი.კანის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება;მხედველობის მცირე დაბინდვა; თავის პერიოდული ტკივილი; გულის აჩქარება,გულის სხვადასხვა დაზიანება; კუნთების ტკივილი, ნევროლოგია———-ნევრალგიები, რადიკულიტი, მიოზიტი,ს ახის ნერვის პარალიჩი; ჯირკვლების გადიდება; ასიმპტომუური მენინგიტი. აქედან, შეიძლება რამდენიმე იყოს ან მეტი. მესამე სტადია თვეების და წლების შემდეგ გამოვლინდება——————————— ართრიტი გრძლედება; მენინგიტი სულ ჩასაფრებულია; კუნთების დამბლა, პარეზები , უძილობა, ღვიძლის დაზიანება, ფილტვის დაზიანება .როცა სახის ნერვის პარეზს მკურნალობს ადამიანი, მითუმეტეს, სახლის პირობებში და იმითაც არ ინტერესდება, რა არის ამის გამომწვევი——————მან სისხლის ბაქტერიოლიოგია უნდა შეისწავლოს .ნევროლოგიური დაავადებები————–ნევრალგიები, მიოზიტები, რადიკულიტები და სხვები, 95 პროცენტში მიკრობული გენეზისაა და ხშირად მთვარ მიზეზზე არ ხდება მკურნალობა. არასწორად ნამკურნალები ნევროლოგია კი, ტვინის დაზიანებული უბნის გამოჩენაა ორგანიზმში.გაპრიმიტიულდა ჩვენი მედიცინა ზოგ ასპექტში. რადიკულიტია? სასწრაფოდ დიკლოფენაკი და შეზელვა.რა ჩამოთვლის დღეს დოგმაში ჩაყენებულ პრიმიტიულობებს. ამ დროს რა წამლავს სისხლს, ბევრი ვერ ფიქრობს. ამერიკის ინფექციონისტთა გაერთიანების, ბოლო წლების სტატისტიკას ვინც ნახავს, ის გაიგებს, რომ ლატენტურ ბორელიოზს დამბლების წარმოშობაში სტატისტიკურად დიდი ადგილი უჭირავს.დამბლაში ყოველთვის წამყვანია მიკრობებით დაინფიცირებული სისხლი. თრომბოზული და მინერალური მექანიზმები ,რათქმა უნდა თანამდევია. რაც შეეხება სახსრებს, ბევრჯერ დამიწერია, რომ დიკლოფენაკებით მკურნალობა სახსრების ყველაზე დაბალი დონეა. ის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. მხოლოდ 4 ტიპის სახსრის ანთებაა პირველადი, დანარჩენი, უამრავი ტიპის სახსრების ანთება ,რაც დეტალურად ავღწერე- ძვალ-სახსართა სისტემის მრავალნაწილიან თემაში———ყოველთვის მეორადია. მსოფლიოში გამოვირჩევით მექანიზმის და გამომწვევის დადგენის გარეშე დიკლოფენაკების ხარჯვაში.რომლებიც მხოლოდ გამაყუჩებლის ფუნქციას ასრულებენ. ტკივილს აყუჩებ, ტვინს ძალით ავიწყებ დაავადებას და ანგრევ ორგანიზმის ფიზიოლოგიას. ბორელიოზს ხშირად ახლავს 37მდე და 37სზევით ტემპერატურა ქრონიკულად. ასიმპტომური მენინგიტი ,მედიცინამ უფრო სამიზნეზე უნდა დაიდოს. არის შემთხვევები, ადამიანი გრიპის დროს ან ფილტვების ანთების შემდეგად დასუსტებულზე გადაიცვალა. მითუმეტეს ,თავის ტკივილების დიფერენცირება ხშირად არ ხდება. კლასიკურ მედიცინას ყველაფერი შესწავლილი აქვს. ნებისმიერი ლოკალიზაცია თავის ტკივილის, სხვადასხვა ვითარებაზე მიანიშნებს. უნდა ვიცოდეთ ანატომია, ტოპანატომია და ნევროლოგიური ათასობით წნულის ყველა ტრანზიტი. გამაყუჩებელის დალევა არ არის სწორი სტრატეგია. უნდა გავიგოთ, ტკივილი რატომ არის. ნებისმიერი ვინც გამიტარებია პაციენტი, წლებია ყველაზე შექმნილი მაქვს ანალიზი თეორიული. სხვას რომ დაემართება იგივე დაავადება, დიფერენცირებულად ვადარებ ერთმანეთის დააავადების მიმდინარეობებს. თუ ვინმე სადმე გარდაცვალა და ჩემი პაციენტი არ იყო, ყოველთვის მივდივარ და სამკურნალო ვითარებას ვარკვევ. ძალიან სააშკრავოზეა გამოსატანი———– ასიმპტომური მენინგიტები. მათი რიცხვი ძალიან დიდია. არათუ ასიმპტომური მენინგიტები, ვირუსული მენინგიტებიც ბევრს ისე გადააქვს, ხან ექიმსაც გამოპარვია და ადამიანებს კი ათასებს. ის ძალიან ჰგავს გრიპს და გაციებასაც. ანუ ისეთ მენინგიტზე ვსაუბრობ, ბაქტერიული რომ არ არის და გადატანა შეუძლია ადამიანს. მაგრამ ,ეს ცხოვრების გაზაზე წინ დამდგარი დიდი პრობლემაა. რადგან საძილე არტერიები და თავის ტვინის სისხლძარღვები დაზიანებული რჩება. ასეთი ასიმპტომური მენინგიტით ხასიათდება ბორელიოზი. გადანატანი ბორელიოზი ძალიან ებრძვის ერთ-ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს——–კანს.წლების შემდეგ, მის ფონზე ადვილად იკვეთება გენეტიკაში მალული——-დერმატიტები, ფსორიაზები, აკნე. ზიანდება კანი როგორც სისტემა. როგორც იცით ,კიბოს ჭიშკარი ორგანიზმში არის, დასუსტებული კანი და ჯირკვლები. ხშირად აღმინიშნავს, გადიდებული ჯირკვლები საგანგაშოა. უამრავი ადამიანი დადის გადიდებული ჯირკვლით. ჯირკვალი ფარია, ის ყვირის და ამ ყვირილს გამოხატავს გადიდებით. რაც იმას გვამცნობს ,რომ სისხლი დაბინძურებულია უცხო, მკვლელი მიკრობებით.საქართველოს მონაცემებიტ,2018 წელს 4000ბორელიოზი იყო, მათ შორის 81 ბავშვი. მსოფლიო მეცნიერება მუშაობს ამ მიმართულებით. ამერიკაში შეიქმნა ვაქცინაც, რაც თავად შეაჩერეს. რადგან ,ცდის დროს არც 100პროცენტიანი შედეგი იყო და არც 100პროცენტიანი უსაფრთხოება. შავფეხა ტკიპას ამერიკული მედიცინა სრულფასოვნად სწავლობს და ეძებს მის საპროფილაქტიკო გზებს. ეს ჩამოთვლილი ნიშნები, შეიძლება, ყველა ჰქონდეს ადამიანს ან ზოგი. მაგრამ,ხშირად, მაინც გამოკვეთილია,დაავადების უმთავრესი,რამდენიმე ნიშანი1——მრგვალი წითელი ლაქა2——-ტემპერატურა, რომელიც შემდეგ , შეიძლება ,სუბფებრულური გახდეს. თუნდაც ეს მაგალითიც ამტკიცებს, რომ ჩემთვის გასაოცარია, სუბფებრილურ ტემპერატურაზე ასეთი ინდიფერენტული მიდგომა და ხშირ შემთხვევაში ნევროზად შეფასება. რადგან, ძალიან ბევრი მძიმე ქრონიკული დაავადებას 37მდე ან 37 და 3 ან 4 ან მეტი ახასიათებს.. 3-პერიოდული შემცივნების შეგრძნება. შემცივნების შეგრძნება ,თუნდაც სამ კვირაში ერთხელ და რამდენიმე წამი იმას ნიშნავს , რომ სისხლში უცხო სხეულია. 37 და 36 და 5ის ზევით ნებისმიერი ტემპერატურა, იმას ნიშნავს , რომ სისხლში უცხო სხეულია.ის გაზიანებს, ორგანოებს გადაგიგვარებს. ტვინი კი გატყობინებს თავისი ნერვული სისტემის წნულებით. შეიძლება ადამიანი არ მოკვდეს. მაგრამ ,ეს ნიშნები უპირობო მიზეზია, ნაადრევი სიკვდილის და ორგანოების თანდათან დაშლის. 4-კუნთების პერიოდული ტკივილი და სახსრების დაზიანება. 5-ლიმფური კვანძის გადიდება. 7—-სისუსტე, ადვილად დაღლა, ენერგიის შემცირება. ყველა დაავადება რჩება, კიბოც კი. თუ დეტალურად შევისწავლით და დროულად გამოვავლენთ.გამოცდილი ექიმი ,ადამიანის თვალის ფსკერს რომ დაათვალიერებს, ცუდი შეგრძნებები დაეუფლება, რამდენ გადატანილ და უპატრონოდ მიგდებულ ვითარებაზე გესაუბრება არსებული პანორამა.გასინჯვისას, ეს ჩემი მთავარი მეთოდია. დაბინძურებულ სისხლს კაპილარების შესაბამისი განლაგება და ფერი მკვეთრად გვატყობინებს .ეს უკვე ობიექტური გასინჯვის მეთოდია ამერიკის მედიცინაში. მე ადრე დავწერე , ამერიკულ ნევროლოგიაში, რა ფორმით გამოიხატება თვალის ფსკერი, როცა ინსულტის ან ანევრიზმის წინა დღეებია. ამას ქართველი ექიმებიც კარგად ვხედავთ და ვიყენებთ.თვალის ფსკერის სისხლძარღვები, ტვინის სისხლძარღვების მიკროანალოგიური ხედვაა.”
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share