არასამთავრობო ორგანიზაციებმა manifest.ge -ზე ონლაინ პეტიცია შექმნეს.
მოთხოვნის ადრესატი საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძეა. არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში და დაუყოვნებლივ მოხდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
“ბატონო რატი, ერთხელ მაინც იყავით იუსტიციის მინისტრი, და ნუ იქნებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები!
ჩვენ ვიხილეთ კადრები, რომლებიც გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა – მიხეილ სააკაშვილის მოტყუებით #12 პენიტენციური დაწესებულებიდან #18 პენიტეციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი კადრები. ამ კადრებს ვაფასებთ როგორც ძალადობას, არაადამიანურ მობყრობას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, განსხვავებული აზრის დევნად, ადამიანის უფლებების დარღვევად, პოლიტიკურ ნაბიჯად – რომელიც ნაკარნახევია რუსეთის მიერ!
ბატონო რატი, ჩვენ გვახსოვს არააერთი პატიმარი, რომელიც გადაყვანილ იქნა კერძო კლინიკაში!
ბატონო რატი, თქვენ ამისკენ მოგიწოდათ ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციებმა, სტრასბურგის სასამართლომ!
ბატონო რატი, პოლიტიკურია ასევე მისი მოთავსება იმ საკანში, სადაც 40-დღეზე მეტი მოშიმშილე საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს წაართვით სუფთა ჰაერის (ჟანგბადის) სუნთქვის უფლება! – დიახ პოლიტიკურია, რამეთუ იმგვარად გყავთ მოთავსებული ის საკანში (და ეს არ არის არანაირად პალატა), რომლის ფანჯრის გაღებისთანავე მოპირდაპირე კორპუსიდან იწყება სხვა პატიმრების მიერ ორგანიზებული შეურაცმყოფელი შეძახილები, ლანძღვა-გინება და სხვა მესამე პრეზიდენტის მიმართ!
ბატონო რატი, მოგიწოდებთ, დროულად მოხდეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში რათა თავიდან ავიცილოთ ცუდი შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ცუდად აისახება საქართველოს რეპუტაციაზე! ყოველგვარი ეს ნაბიჯი არის მხოლოდ რუსული ნარატივი!
რუსული ნარატივია ასევე ის ფაქტი, რომ თქვენ და თქვენმა სამინსიტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის ვიდეო მასალა, რაც გამოიყენა რუსულმა ტელეკომპანია РОССИЯ-1, რაზეც არ გვახსოვს არც ერთი თქვენი და მთავრობის სსხვა წევრის არც ერთი განცხადება, არც კი დაგმეთ აღნიშნული ფაქტი.
რუსული ნარატივია, ევროპარლამენტარების არ შეშვება პრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად!”,- ნათქვამია განცხადებაში.