” 2-3 კვირაში კაცი სისტემას აწყობს, 9 წელი რატომ ველოდეთ? ეს არის უბანძესი პიარი”-ასე აფასებს რეჟისორი, გიორგი სავანელი პრემიერ მინისტრის მიერ გუშინ, სამთავრობო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, რაც სოციალურად დაუცველ პირთათვის შემწეობის შეწყვეტას და სამუშაო ადგილების შეთავაზებას მოიცავდა:
“როდესაც ვუყურებ პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას, მე მგონია, რომ უკვე ბრიყვთა ქვეყანას ვემსგავსებით. არა მგონია, რომ სხვა ეთიკური სიტყვა- ბრიყვის გარდა შეიძლება გამოვიყენოთ ასეთ დროს. კაცი, რომელიც არის ქვეყნის პირველი პირი, 12 წუთი ლაპარაკობდა პირდაპირ ეთერში და არაფერი ახალი არ უთქვამს. ის, რომ ქვეყანაში უმუშევრობაა, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ის რომ ეს სისტემა არ ვარგა, ესეც ვიცით… ახალი რაც თქვა, აი ეს იყო სრული სიბრიყვე, რომ თურმე ხალხს საქართველოში მუშაობა ეზარება, რომ თურმე ამ რაღაც მათხოვრულ კაპიკეპს რომ მოუხსნის მერე ამუშავდება. თუ მან ეს თქვა, რაიმე სტატისტიკა ხომ უნდა მოეყვანა რის საფუძველზე გააკეთა ასეთი განცხადება? მანამდე ვინმეს რამე შესთავაზეს? დასაქმებას დაპირდნენ? ასე ჰაერიდან მოტანილი სიტყვების დაბრეხვებას უბრალო ადამიანები არ ვკადრულობთ პრემიერი კი არა. კაცი, რომელიც 9 წელი ხელისუფლებაშია, ახლა გვეუბნება, რომ თურმე ეს სოციალური სისტემა მოუწესრიგებელი და უვარგისია.ვინც ოდნავ გონიერი ადამიანია ყველა მიხვდებოდა, რომ ეს იყო უბანძესი პიარი. თუ 2-3 კვირაში კაცი სისტემას აწყობს, 9 წელი რატომ ველოდეთ? იმ ადამიანებს მინდა ვკითხო, ვინც ეს ხელისუფლება აირჩია-ნებით, ძალით,მოსყიდვით, დაშინებით…რასაც ჩვენ რამდენიმე არჩევნებია ვუყურებთ, არ რცხვენიათ ამ საკუთარ არჩეულ კაცს რომ უსმენენ? ნუთუ ეს ადამიანები მომავალ არჩევნებზეც წავლენ და ხმას მისცემენ ამ კაცს, რომელსაც შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს საკუთარ ამომრჩეველს?”-განაცხადა რეჟისორმა გიორგი სავანელმა გადაცემა”რეაქციაში”.