საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 64 ადამიანი, 4 098 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 26 588 კვლევა, აქედან 14 401 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 187 PCR-ით. 23 ნოემბერს აიცრა 3 707 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 12,04%-ია, ბოლო 14 დღის – 9,15%-ია, 7 დღის – 9,19%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 383 შემთხვევა;
- აჭარა – 141;
- იმერეთი – 536;
- ქვემო ქართლი – 187;
- შიდა ქართლი – 244;
- გურია – 111;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 263;
- კახეთი – 155;
- მცხეთა-მთიანეთი – 60;
- სამცხე-ჯავახეთი – 93;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 822 383 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 763 755 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 679 კი გარდაიცვალა.