”სანამ მიხეილ სააკაშვილი პუტინ-ივნიშვილის პირადი ტყვეა,არანაირ ბრძოლაში ჩართვას არ ვაპირებ გარდა მ. სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნისა” – კახა ასკურავა

”მე არ ვიცი ბრძოლის რა სტრატეგიაზე შეჯერდება ოპოზიცია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – სანამ მიხეილ სააკაშვილი პუტინ-ივნიშვილის პირადი ტყვეა, პირადად მე არანაირ ბრძოლაში ჩართვას არ ვაპირებ გარდა მ. სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნისა, ესეც უნდა მოხდეს მალე. რა გზით? ნებისმიერი გზით და ნებისმიერი ხერხით, რაც კაცობრიობას მოუგონია დიქტატურის წინააღმდეგ.” – ასე ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს წევრი კახა ასკურავა, ახალ ინიციატივას მიხეილ სააკაშვილის  თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის შექმნის შესახებ.

ცნობისათვის,  მიხეილ სააკაშვილი  მიიჩნევს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share