4 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3950 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 40 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,25%.
ბოლო 24 საათში 54 ათასზე მეტი ტესტირება ჩატარდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 861 883-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 298 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარა – 152, იმერეთი – 686, ქვემო ქართლი – 222, შიდა ქართლი – 343, გურია – 108, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 208, მცხეთა-მთიანეთი – 126, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.