უკვე წლებია გურიაში, საჯარო თუ სახელმწიფო სამსახურებში ძირითადად ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ. „კომუნისტური“ პარტიიდან „მრგვალ მაგიდა“-ში, აქედან „მოქალაქეთა კავშირში“, მერე „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამჟამად „ოცნებაში“. შემდგომი ‘გაჩერება…..
პირველიდან მეორეზე, შემდეგ მესამეზე და ასე დაუსრულებ წრეზე მბრუნავი კადრები საერთო „ამნეზიით ავადდებიან“ და მომენტალურად ივიწყებენ საიდან მოდიან. ახლა ასეა საჭირო და ამიტომაც…
მერე კი, ოპონენტებს ისე აცხრებიან თავს, ან ისე წამოსძახებენ მათივე შეფასებით, შავ და ბნელ წარსულს, თითქოს ისინი ამ ყველაფრის ნაწილი და თანამონაწილეები არ ყოფილიყვნენ.
განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს სიტუაციები საკრებულოს სხდომებზე, სადაც ამჟამად „ქვეყნის დამლაგებელი, დამამშვიდებელი და განმავითარებელი“ მთავრობის ფრთის ქცეშ მოკალათებული ყოფილი ნაცები (ბოლოს წინა გაჩერებიდან რომ შევაფასოთ), ყველაზე უღირსად ექცევიან ოპოზიციონერ კოლეგებს და წამოძახებების კასკადიც გაცილებით დრამატულად ჟღერს-„მკვლელებო, სისხლისმსმელებო, თქვენი ლიდერის მონებო“, ამ სიტყვებით კი, ამკობენ იმ კოლეგებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლიდან შემოუერთდნენ, ან ცოტა ადრე და ამ უსაშველოდ ხმაურიან წივილ-კივილში ავიწყდებათ ის, რომ ერთ დროს „სისხლიმსმელი, ბოროტი და კაცისმკვლელი“ ლიდერის უსიტყვო მსახურები იყვნენ მანამ, სანამ ახალი ბატონი არ გამოჩნდა და მათი სამომავლო პერსპექტივაც ამ ახალთან მიწებებას არ დაუკავშირეს.
„გურიის მოამბე“ შეეცადა მოეპოვებინა ინფორმაციები იმ დეპუტატების შესახებ, ვინც დღევანდელ, ან გუშინდელ საკრებულოში ყველაზე მეტად ცდილობს თავი გამოიჩინოს და ოპონენტების ლანძღვით ქულები დაიწეროს ახალ მფარველებთან, მაშინ როცა ყოფილი მმართველების პირობებში, მათი ერთგული მსახურები და მორჩილები იყვნენ.
დავიწყოთ გოჩა კილაძით (ამჟამად „ოცნების“ დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში), რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომელი იყო. მაშინ არავის ახსოვს მისი პროტეტსი იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს საკრებულოს დარბაზიდან ხმამაღლა ყვირის და ოპონენტებს „სისხლიანი რეჟიმის“ გვერდით დგომას უწუნებს.
ნინო ნადირაშვილი („ოცნების’ დეპუტატი), რომლის მეუღლე, ვანო ტაბატაძე სწორედ „ნაცების“ დროს, ოზურგეთის გამგებლის მოადგილე, გურიის გუბერნატორის მოადგილე და დირექტორი, რამაზ ნიკოლაიშვილის გუბერნატორობის დროს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი იყო. მაშინდელ „ავადსახსენებელ“ მმართველობაზე, არც ქალბატონი ნინოს და მისი მეუღლის პროტესტი ახსენდება ვინმეს.
ეროდი გორდელაძე (ოცნების დეპუტატის)“, ენმ- ის აქტივისტი და პოლიციის უფროსი.
რომელიც უსიტყვოდ და უხმაუროდ ემსახურებოდა მაშინდელ „რეჟიმს“.
ხათუნა ცერცვაძე (ოცნების დეპუტატი) -ენმ-ის ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირი და პარტიის ძალიან დიდი გულშემატკივარი.
ლავრენტი ბიგვავა (ოცნების დეპუტატი) – ენმ-ის ერთ- ერთი შტაბის უფროსი და როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის გამორჩული მეხოტბე. ეს ის ლავრენტი ბიგვავაა, რომელმაც ახალი საკრებულოს პირველ სხდომაზე, მისი კოლეგა პოლიციასთან დააბეზღა და დააჭერინა და რატომ? მხოლოდ იმისტომ, რომ ის „ნაციონალუა“ და სხდომაზე ზედმეტი ხმაური გამოიწვია.
გელა ჩავლეიშვილი, ენმ-ის ყოფილი აქტივისტი, რომელიც ახლა საკრებულოში „ოცნებას“ წარმოადგენს.
და ლევან კილაძე, რომელიც , ჩვენთვის პარტიიდან მოწოდებული ინფორმაციით, 2012 წელს «ნაცების“ სიაში ჩასმას ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი, «ოცნებას“ შეუერთდა, ორჯერ სოფელ მელექედურის დეპუტატობაც „შეძლო“, ახლა საკუთარი ადგილი საკრებულოში პროპორციულით დაიმკვიდრა და თუ დასჭირდა „ნაცების“ წინააღმდეგ ქოცზე უფრო დიდი ქოციცაა.
ეს, რაც შეეხებოდა ოზურგეთის საკრებულოს.
ახლა ლანჩხუთზე გადავინაცვლოთ, სადაც ოპონენტების ლანძღვა-გინების სტილი ოზურგეთის მაგალითზე აბსოლუტურად დაცულია და იმ წარსულზე მხოლოდ ოპოზიციონერი კოლეგებისკენ იშვერენ თითს, საიდანაც თავადვე მოდიან.
მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე, ბესო ტაბიძე – ‘ნაცების“ დროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა წლების განმავლობაში.
თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ემზარ თედორაძე, საკრებულოს წევრი და აცანის მაჟორიტარი დეპუტატი ენმ-ს დროს.
კიდევ ერთი მოადგილე – გიორგი ჩახვაძე, ასევე საკრებულოს წევრი „ენმ“ის დროს ჩიბათის მაჟორიტარი დეპუტატი და სატყეო სამსახურის ლანჩხუთის განყოფილების უფროსი.
ფრაქცია ” ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ნინო მშვიდობაძე – „ნაციონალების“ დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამასახურის თანამშრომელი წლების განმავლობაში
ახლა „ოცნების“ დეპუტატი, კახა კვიტაშვილი – სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქალაქ ლანჩხუთის რწმუნებულის მოადგილე წლების განმავლობაში.
ფრაქცია ქართული ოცნების ერთ ერთი მოადგილე გიორგი მორჩილაძე -წლების განმავლობაში სოფ. აკეთის რწმუნებული ასევე ენმ-ის.
„ოცნების“ დეპუტატი, ალექსანდრე მახათაძე- ენმ-ის დროს წლების განმავლობაში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი.
მოკლედ ასეა და ალბათ არც არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ეს ადამიანები შემდეგი ხელისუფლების დროს ისევ პრივილეგირებულები იქნებიან, ისევ თავიანთ ადგილებს იპოვიან, ან საკრებულოში, ან მერიაში, ან რომელიმე სამსახურში და წამოძახებების მოტიგი სერიასაც გვექნება უკვე თანაპარტიელების მისამართით, თუ როგორი დამანგრეველი რეჟიმის გვერდით დგანან დღემდე, როგორი უნიათოების, სისხლისმსმელებისა და ქვეყნის დამაქცევარების.
გაგრძელება იქნება.