პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ადგილობრივი არჩევნების წინაპერიოდში საარჩევნო კამპანიის დროს ზარ-ზეიმით გახსნილ ნასაკირალის საჯარო სკოლაში, დღემდე არც გათბობა ფუნქციონირებს და შენობას წყალიც არ მიეწოდება. ადგილობრივი დეპუტატი ბესო ქათამაძე აცხადებს, რომ შენობაში წყალიც ჩამოდის, ამ მიზეზების გამო სკოლაში სასწავლო პროცესი ხარვეზებით მიდის. ქათამაძის თქმით, თანასოფლელებმა სკოლისათვის წყლის ავზები მოიპოვეს, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას მისი დამონტაჟების უფლება ზემოდან არ მისცეს, ვინაიდან ავზების მოპოვებაში ნაციონალები იყვნენ გარეული. სკოლის დირექტორი სპარტაკ გოგიტიძე კი ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და გათბობაც ჩაირთვება და წყალიც.
მორიგი საკრებულოს სხდომა იანვარშია. დირექტორი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს რადგან მისი თქმით კარგი ამინდებია.