white-paper-ის და “მთავარი არხის” საერთო პროექტი – სტრატოსფეროში, ანუ ეგრეთ წოდებულ, ახლო კოსმოსში გაშვებული “თავისუფლება მიშას”.
დღეს, მთელი დღე, ეს აპარატი იმოძრავებს სტრატოსფეროში და ჩვენ ამგვარად მივულოცავთ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ ის ამჟამად ივანიშვილის მძევალია, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბოლოს ბოროტს კეთილი ძლევს.
აპარატი გაშვებულია მესამე ქვეყნის ტერიტორიიდან და საქართველოს ხელისუფლება ტყუილად დროსა და ენერგიას ნუ დახარჯავს მის აღმოჩენასა და ჩამოგდებაზე.