“ყველაზე ცუდი მუზეუმი მსოფლიოში, სტალინის სადიდებლად საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ” – ამ სათაურით ფრანგული გამოცემა Le monde გორში იოსებ სტალინის მუზეუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ მუზეუმი გორში, იმ ქალაქშია, სადაც სტალინი დაიბადა, მუზეუმი, კი რომელიც მის სადიდებლადაა, სტალინის სახელს ატარებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, “რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანაში დიქტატორის ქანდაკებები კვლავ ჩნდება”.
სტატიაში წერია, რომ მუზეუმში სტალინის გამოსახულებით სუვენირად სხვადასხვა ნივთები იყიდება. სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ მუზეუმში არსადაა ნახსენები, რომ სტალინი დიქტატორი იყო.