“მივიღე შიმშილობის გადაწყვეტილება, ეს სწორ გზად მიმაჩნია” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” დნეპროპეტროვსკის ფერისცვალების ტაძრის მოძღვარი რამინ თარაშვილი საუბრობს.
ამბობს, რომ შიმშილობის გადაწყვეტილება სწორედ იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.
“მე ვაპროტესტებ და ამით გამოვხატავ ჩემს პროტესტს, რომ პატივაყრილ ქვეყანაში პატივაყრილ სიცოცხლეს, მე მაგალითად, სიკვდილს ვამჯობინებდი… ნაზრახ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია” – ამბობს მამა რამინ თარაშვილი.