საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძმებ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს სოლიდარობას უცხადებს. როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ის, რაც დღეს ქართულ სასამართლო სისტემაში ხდება, ადამიანობის დაცინვაა.
”ჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს უკანონო განაჩენის შემდეგ. ეს ხალხი დააპატიმრეს, რადგან მათ უარი თქვეს არჩევნების გაყალბებაში ჩართვაზე. ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს.
მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, სანამ ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე. საერთოდ მცდელობაც კი არ ჰქონია პროკურატურას რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან ჩვენება მოეგროვებინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარ არის, ეს ელემენტარული ადამიანობის დაცინვაა!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.