„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილ წევრსა და ჩიბათის ექს-გამგებელს, ვეტერანთა სამსახურის უფროს ელგუჯა ჩხაიძეს საკალანდო ღორი მოპარეს: “ჩემი საღორიდან გაქრა საახალწლოდ ნაყიდი ტახი 80 კგ. ვინ იზამდაო, მეზობელი მეკითხება. ვისზე ვიფიქრო _ რუსზე, ინდოელზე თუ ჩინელზე. აბა, ქართველი რავა იზამდა… მეზობელმა მიპასუხა: ქართველი რომ არ იზამს იმფერი არ არსებობსო, იმასაც ელოდე, მარილი არ შემოგითვალოსო” _ აცხადებს ელგუჯა ჩხაიძე.
წყარო გურია თუდეი