უკიდურესი ინფლაცია და პროდუქტებზე ფასების ზრდა არ აღმოჩნდა ერთადერთი, რამაც ახალი წლის დღეებში ცხოვრება გააძვირა. ელექტროენერგიის და წყლის გადასახადმა ბოლო დღეებში მთელი ქვეყნის მოსახლეობა და განსაკუთრებით თბილისელები გააოცა.
კომუნალური გადასახადის განსაკუთრებული ზრდის გარდა, აბონენტების სრულმა უმრავლესობამ ქვითარი ზედიზედ ორჯერ მიიღო.
ხელისუფლებაც და კომპანიებიც გაუგებარ ტექნიკურ ხარვეზებზე, აღრიცხვის ახალ მეთოდსა და უბრალოდ გაუგებრობაზე საუბრობენ, თუმცა არავინ აღიარებს, რომ კრიზისი ხელისუფლების გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის და კომპანიების გაუმართავი მენეჯმენტის გამწვავებულია.
ტვ მთავარი