10 დღეზე მეტია, რაც რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტთან მის პირად ექიმსა და ალტერნატიული კომისიის წევრებს არ უშვებენ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
“ემპათიამ” მიხეილ სააკაშვილთან შესასვლელად განაცხადი ჯერ კიდევ 30 დეკემბერს შეიტანა, თუმცა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დუმს.
“რაც მალე შევალთ, ან შევლენ ექიმები, დააფიქსირებენ მის სტატუს კვოს, ყველაზე უკეთესი იქნებოდა ის, რომ იმ გარემოს საერთოდ მოშორდეს ეს ადამიანი, იმიტომ, რომ ასეთი ციხის ვითარებაში, ან ისეთ კლინიკაში, სადაც ციხის ვითარებაა ხელოვნურად მისთვის შექმნილი, რა საკვირველია, მისი გამოჯანმრთელება ზოგადად ბოლომდე და მყარად ფეხზე დაყენება არის სრულიად წარმოუდგენელი. როგორც ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა, შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის გაუგონარი დარღვევა პაციენტის უფლებების”, – თქვა ექიმმა ლალი ჯავაშვილმა.
პარალელურად ცენტრმა “ემპათიამ” მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე დასკვნა უკრაინელ ადვოკატებს გადაუგზავნა. ისინი აპირებენ იქაურ პროკურატურას მიმართონ, რათა გამოძიება უკრაინულმა მხარემაც დაიწყოს.