დაჯავშნილი ავტომობილები დაცვის პოლიციისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ წელს ახალი, 3 000 000-იანი შესყიდვით იწყებს.
დაცვის პოლიცია დაჯავშნილ 15 მიკროავტობუსს ყიდულობს, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხაროს. მთავარი მოთხოვნაა ერთია – ავტომანქანები იყოს ახალი მოდელი და 2021 წელს გამოშვებული.
წელს გამოცხადებული ტენდერის პირობები შარშანდელი მოთხოვნების იდენტურია. წინა წელსაც, დაცვის პოლიცია ახალი მოდელის სპეციალიზებულ ავტომანქანებს ეძებდა. ტენდერი კი, უკონკურენტოდ ჯითი გრუპმა მოიგო, რომლის ხელმძღვანელი “ქართული ოცნების” შემომწირველი, თემურ უსტიაშვილია.
კორუფციის მკვლევრები, მორგებულ ტენდერებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ჩამოთვლილი მოთხოვნები კონკრეტულ კომპანიებზეა მორგებული. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯითი გრუპი ტენდერში მონაწილეობას გადაწყვეტს, 2020 წლის მსგავსად დაცვის პოლიცია კონტრაქტს მათთან გააფორმებს.