“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა საარჩევნო კომისიებსა და ოლქებში სუსის მიერ მართულ კადრებსა და იმ მეთოდებზე საუბრობს, რითიც თამარ ჟვანია არჩევნებს ატარებს.
„შესაძლოა ძალიან ბევრისთვის ახალს არც არაფერს ვიტყვი, მაგრამ ვინც არ იცის უნდა იცოდეს, რომ სუს-ს ყველა საარჩევნო ოლქში ე.წ ნეიტრალური ოლქის წევრებიდან ყავს თითო წევრი ჩანერგილი, რომელიც არის უშუალოდ მისი წარმომადგენელი საარჩევნო ოლქებში-ოდეეერი.შესაბამისად ამ ოდეერებს ყველა საარჩევნო უბანზე ასევე ე.წ ნეიტრალური კომისიის წევრებიდან ყავს მისი წარმომადგენელი ე.წ უბნის ოდეერები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ემორჩილებიან და ინფორმაციის მიწოდება ევალებათ ოლქის ოდეერისთვის.აღნიშნული კომისიის წევრები თითქმის არასოდეს იკავებენ თანამდებობებს უბანში, მაგრამ გავლენით კომისიის თავმჯდომარეზე ძლიერები არიან.ასევე ძალიან საინტერესო მომენტია, რომ იმ პერსონის შესახებ ვინც წარმოადგენს უბნის ოდეერებს თითქმის 100% შემთხვევაში არ იცის არავინ, მათ შორის უბნის თავმჯდომარეებმაც. მათ ამ და ყველა გასულ არჩევნებზე ევალებოდათ ერთადერთი რამ,სრული ინფორმაცია უბანზე არსებული მდგომარეობის და განწყობების შესახებ და არჩევნების დღეს უბანზე სრული კონტროლი.ამ ინფორმაციას ყველა უბანზე კრებს უბნის ოდეერები და აწვდის ოლქის ოდეერებს.ეს უკანასკნელი ვისთან იქნება ანგარიში ვალდებული არაა ძნელი გამოსაცნობი. ამ სქემით მუშაობს ჟვანიას უწყება 2016 წლიდან მოყოლებული და ეს რგოლია ჩართული გაყალბების მთვარ სქემაში. P.S ე.წ ოდეერები არიან განსაკუთრებით პრივილეგილებული ტიპები და არ არის გამორიცხული, რომ ისინი იღებდნენ დამატებით ანაზღაურებას ოფიციალურ სარგოს იქეთ.P.S.S ასევე, ოდეერები გვევლინებიან ცესკოს გრანტების მთავარ ამთვისებლებლად!“-წერს ასკურავა
მსგავსი სტატიები
- 86
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 80
პარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
- 78
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
- 78
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…