“ალალი იყოს ჩემი საგინებელი ყველა სიტყვა”

“მიყვარხართ მე თქვენ: შემკვეთებიც და შემსრულებლებიც – თვითშეფასებას მიმაღლებთ  თუ საქართველოში ვერც ერთ პარტიას ვერ უარსებია ჩემი დახმარების გარეშე, მე ვყოფლივარ, რაც ვყოფლივარ  ისე, რომელ პარტიასაც ნამდვილად ვედექი გვერდით, კი მოვიდა ხელისუფლებაში  ისინიც მიყვარხართ, ვინც უსამსახუროდ და სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩენილები, იძულებულნი ხართ ტროლ-ბოტობით ირჩინოთ თავი. ალალი იყოს ჩემი საგინებელი ყველა სიტყვა, თუ ამით თქვენს შვილებს, ჩვენს შვილებს ლუკმა-პურს მიუტანთ სახლში და განათლებას მისცემთ, რადგან განათლებული თაობაა ჩვენი მომავალი! ამიტომაც, თუ საჭირო იქნება, მე ყველა თქვენგანის ინტერესებს დავიცავ! ასე რომ, ვერ გამაბოროტებთ, ყველა თქვენგანის მოტივაცია მესმის! მე ის საქართველო მინდა, სადაც თქვენ ყველას ღირსეული ცხოვრების საშუალება გექნებათ და ყველაფერს გავაკეთებ ასეთი საქართველოსთვის! და სწორედ ახლა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა ასეთი ქვეყნის საშენებლად! P.S. თქვენი ინფორმაცია რომ ყალბი აღმოჩნდება, მერე რას შვებით?! თქვენდა სამწუხაროდ და ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი ამბიციები თქვენს წარმოდგენებს არ ემთხვევა.“-წერს  ხათუნა ლაგაზიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share