“ოცნების” ამოცანაა თავის სასარგებლოდ შეცვალოს საპარლამენტო სტატუს-ქვო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლამდე”

“ოცნების” ამოცანაა თავის სასარგებლოდ შეცვალოს საპარლამენტო სტატუს-ქვო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლამდე”- ამის შესახებ, ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა:

“ოცნების” ამოცანაა თავის სასარგებლოდ შეცვალოს საპარლამენტო სტატუს-ქვო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლამდე: ანუ დაახვედროს 9 პარტიიანი პარლამენტი და ამ პოზიციებიდან ელაპარაკოს მას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტის მქონე ხელისუფლება. ყველანაირი საუბრები ამის შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე, არადემოკრატიულობაზე იქნება საფუძველს მოკლებული. ოპოზიციის მიერ წაგებული პლებისციტი კი სულ მცირე 4 წლით გაუმყარებს “ოცნებას” შეუვალ სახელისუფლო ლეგიტიმაციას და დაასამარებს ოპოზიციას, რომელიც, მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში აუცილებლად უნდა განიდევნოს პოლიტიკური სივრციდან და განიდევნება კიდეც!”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share