ნუნუ თამაზაშვილმა ტყის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონით მიიღო-ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წერილობით განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ ხსენებული ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს ჰქონდა.

“…აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა – ნუნუ თამაზაშვილმა და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტრონული აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო!

მიუხედავად ამისა, ოპონენტები არ წყვეტენ აბსურდსა და ვიწროპარტიულ ინტერესებზე აგებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს „ტყის მასივი აჩუქეს“-” აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share