კორუფციას შეწირული “ევრო-2023” – ფოთი დიდი ფეხბურთის გარეშე რჩება

ფოთი დიდი ფეხბურთის გარეშე რჩება. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ამ ქალაქში აღარ გაიმართება. მიზეზი აქაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების უუნარობაა. 8 მილიონ 500 ათასი ლარის დახარჯვის, 4 ტენდერის, ორი მშენებელი კომპანიების დირექტორების დაკავებისა და საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენის მიერ დასრულებული მშენებლობის მიუხედავად, უეფამ ახალი სტადიონი არ მიიღო.

და ეს არ არის დასასრული – ცნობილია, რომ საფეხბურთო ორგანიზაციის ყველაზე მინიმალურ მოთხოვნებს ვერც ქუთაისის სტადიონი აკმაყოფილებს და ახლა ხელისუფლება ვითრების გამოსწორებას ცდილობს იმისთვის, რომ ქვეყანამ საერთოდ არ დაკარგოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

წყარო: მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share