“მთავარი არხის” ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.
”სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იცვლება და ის ეკონომიკის მინისტრად გადაჰყავთ… ქალბატონი ნათია თურნავა უახლოეს დღეებში გათავისუფლდება და მას ეროვნულ ბანკში გადაიყვანენ,” – ამბობს ნიკა გვარამია.