“ძაბვის ვარდნის გამო მიტარბის საბაგირო დროებით გამოირთო. გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრონელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან.
სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა”, – აღნიშნულია მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციაში.