ნასაკირალი – გოგირდოვანი, სამკურნალო წყლებით მდიდარი კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ნასაკირალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საკმაოდ ხალხმრავალი სოფელი და კურორტია, რომელიც ძიმითის თემში შედის. კურორტი  მდებარეობს სოფელ ძიმითის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 120-130 მეტრ სიმაღლეზე. ის  გამორჩეული და მდიდარია თავისი სამკურნალო დანიშნულების წყლებით.

კურორტის ტერიტორია მოიცავდა შერეული სახის, ძალიან ლამაზი, ფოთლოვანი ტყის მასივით დაფარულ 10 ჰექტარს, რომელიც საბჭოთა პერიოდში გამოცხადებული იყო ნაკრძალ ტერიტორიად, თუმცა, როგორც შოთა თოხაძემ გულისტკივილით აღნიშნა, ამჟამად იქ ინფრასტრუქტურა და ტყის მასივის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია.

სამკურნალო წყლებით მდიდარი კურორტი კურორტი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1960-1980-იან წლებში.

ნასაკირალი - გოგირდოვანი, სამკურნალო წყლებით მდიდარი კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

გოგირდოვანი წყლით კურნავდნენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ოსტეოქონდროზი, ნევრალგიები, მიალგიები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრამვის შემდგომი გართულებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. აგრეთვე, ამ წყალს ახასიათებს ნაწლავური მიკროფლორის დარეგულირება, ისევე, როგორც კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების განკურნება.

კურორტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმ დროისათვის მშრომელ მასებში, თუმცა აქ ასევე ჩამოდიოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან და მოკავშირე რესპუბლიკებიდან, როგორც საგზურებით, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით. იმდენად დიდი იყო დამსვენებელთა რაოდენობა, რომ ბოლო წლებში დადგა გოგირდოვანი წყლების დეფიციტი.

გოგირდოვანი სამკურნალო წყლების გარდა, საკურორტო ზონაში იყო ასევე თვალების დაავადებების სამკუნალო წყლები. შექმნილი დეფიციტის გამო, 70-იან წლებში, ნასაკირალიდან 700-800 მეტრის დაშორებით ჩაატარეს ბურღვითი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწიდან კვლავ ამოსულა ანალოგიური გოგირდოვანი წყალი:

აღმოჩენილი რესურსის გამოსაყენებლად, გადაწყდა მისი აყვანა მილების საშუალებით კურორტის ტერიტორიაზე, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, ცნობილი მოვლენების შემდგომ შეჩერდა. სამკურნალო წყლები ახლაც არის და ადგილობრივები მოიხმარენ ჩვეულებრივად, თუმცა კონსტრუქციები, რაც იქ იყო თანდათან ნადგურდება ყველაფერი.

წყარო : https://tia.ge/

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share