ხალხი თითქოს შეეჩვია, რომ გაბრაზებას და ქუჩაში გამოსვლას შედეგი მაინც არ ექნება, დეპრესიული ვითარებაა – გია ნოდია

ხალხი თითქოს შეეჩვია რომ გაბრაზებას და ქუჩაში გამოსვლას შედეგი მაინც არ ექნება, დეპრესიული ვითარებაა – ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ TV კავკასიის გადაცემა “ბარიერში” განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში იმდენად ბევრი აღმაშფოთებელი რამ ხდება, რომ თითქოს ხალხი შეეჩვია.

“გაიცვითა სკანდალი, დაბლაგვდა აღშფოთების უნარი, იმდენად ბევრი რამეა აღმაშფოთებელი რომ თითქოს ხალხი შეეჩვია, თითქოს გაბრაზების პოტენცია დაქვეითდა, შეგუებაა, ხო ნუ მერე რა, რა მოხდა. პრაქტიკულად გვითხრეს რომ პრემიერ-მინისტრის სიმამრმა, რომელიც დღესაც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია, შეუკვეთა ძალიან პოპულარული ჟურნალისტის მკვლელობა, რომელიც როცა მოკლეს მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა. ამაზე ახლა საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონია ხალხს. ყველაფერზე აღშფოთების დევალვაცია მოხდა, სკანდალურობის დევალვაცია მოხდა, ყველაფერი მოსულა. გაბრაზებას გამოუყვანია ხალხი  ქუჩაში და აი შოთაძე გადადგა, გაბრაზებული ხალხის რეაქცია ყოფილა და მერე არაფერი. ხალხი თითქოს შეეჩვია რომ გაბრაზებას და ქუჩაში გამოსვლას შედეგი მაინც არ ექნება, დეპრესიული ვითარებაა”.- განაცხადა ნოდიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share