პაბ – ბე 10 ვიტამინი

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ისეთი ჩამორჩენილი ადამიანები და არა მარტო ცხოვრებაში, არამედ სამედიცინო საზოგადოებაშიც, რომელთაც ვიტამინები ,გასასუქებელი საშუალება ჰგონიათ. ბევრჯერ ნათქვამს კიდევ გავიმეორებ, რაც მსოფლიო მედიცინის პოსტულატია————–ადამიანი იმიტომ არის ზომაზე მეტად მსუქანი და შესაბამისად დაავადებული, რომ მას აკლია ვიტამინები და ამის გამო მოშლილი აქვს ლიპიდური და სხვა მინერალური ცვლები. მაგალითად, კორტიზოლი რომელიც აკონტროლებს წნევას, ჰორმონებს , გულს , სიმსუქნეს, დიაბეტს და უამრავ აუცილებელ სასიცოცხლო პარამეტრებს, ყველაზე მეტად ცოფდება და ავდება, როცა ვიტამინების დეფიციტია ორგანიზმში.შესაბამისად, ჩამოთვლილ დაავადებებს უკიდურესად ამწვავებს. იმის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს ყველა კარგ და გამოცდილი ექიმს, რომ მოცემულ პაციენტში გაიგოს———რომელი ვიტამინი, მინერალი და მჟავა აკლია და რომელი აქვს ზედმეტი,ასევე კიდევ სხვა ნივთიერებები, ეს უკვე გამარჯვება იქნებოდა ყველა მძიმე დაავადებაზე, მათ შორის კიბოზეც. ჭკვიანი , მცოდნე ექიმი ასე მკურნალობს. ჯერ დაადგენს რა ნაკლოვანება და მეტობა აქვს ამ კომპონენტების——- ადამიანს. შემდეგ ახდენს ორგანიზმის გასუფთავებას . შემდეგ კი ფიზიოლოგიურ რეაქციებს ასწორებს ამ შემადგენლობების დაბალანსებით. ეს არის ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლის და ყველა დაავადებაზე გამარჯვების უტყუარი ფორმულა.ეს არის გზა სიცოცხლის ხანგრძლივობისკენ. ვიტამინებია სიცოცხლის საწყისი და სამყაროს ყველა სასიცოცხლო საიდუმლოს გასაღები. ვიტამინები თანამედროვე ევროპულ მედიცინაში, უკვე ზოგადი და გლობალური მცნებაა. ბოლო წლებში ამერიკელმა მეცნიერებმა რამდენიმე ამინომჟავას უკვე ვიტამინი უწოდეს. ბალანსირებულია ვიტამინები? ადამიანი იცოცხლებს. მაგალითად———სრულიად გაიშიფრა, თანამედროვე ევროპულ მედიცინაში აგრეგაციული მექანიზმები.ანუ თრომბოემბოლიის ირგვლივ ყველაფერი. უამრავ ადამიანს ანტიაგრეგანტების ხანგრძლივი მიღებით ანუ გამათხიერებლების, საბოლოოდ ეშლება სისხლის ფორმულა და მხოლოდ ზიანის მომცემია ეს მიდგომა. რომელიც არ შეიძლება ასე ხანგრძლივად ხდებოდეს. სრულიად გააანალიზებულია, იმ დროს, რომელი ვიტამინების, მინერალების და მჟავების ნაკლებობაა, როცა თრომბირება აუცილებლად დაიწყება. ასეთი, ათასობით მაგალითის მოყვანა შემიძლია ყველა დაავადებაზე. დღეს ვსაუბრობ ——–პაბაზე. რეკომენდაციებში ბევრჯერ მიხსენებია მისი სასწაული ფენომენის შესახებ. სხვათაშორის ამას ვწერ, ჩემი მეგობრების———- რამდენიმე უძლიერესი და საუკეთესო ექიმების თხოვნით. პაბა ეს არის ბე 10 ვიტამინი. ანუ პარაამინობეზოისმჟავა. განსაკუთრებით სასურველია წაიკითხონ, ვიტამინების დამცინავმა პერსონებმა, რომლებსაც მკურნალობა , მხოლოდ ქიმიური ,სიცოცხლის დროებით გასათრევი წამალი ჰგონიათ, რომელიც ადამიანის ნატურალურ ბუნებას სრულიად ეწინააღმდეგება და ვითარებას კი მიაჩუმათებს, მაგრამ გენეტიკური, ბიოლოგიური ჯაჭვიდან ამოაგდებს ადამიანს. ვთვლი, რომ ქიმიას მისი ადგილი აქვს და როცა საჭიროა ვიყენებ კიდეც. რადგან, ისიც, სამყაროს აგრესიული,მაგრამ მაინც ნაწილია. პაბა ასტიმულირებს ბე9-ს. ანუ ბე 9-მ რომ ფუნქციონირება , სრულფასოვნად დაიწყოს, პაბას დონე საშუალო მაჩვენებელს მაინც უნდა აჩვენებდეს. ბე9 ზე ბევრი მისაუბრია ვრცლად და ზედმიწევნით. ეს ის ვიტამინია, რომელიც ამ ეტაპზე ძვლივს დამკვირდა ჩვენს მედიცინაში. თუმცა ,ჯერ მხოლოდ ორსულებსა და ანემიების დროს. ის სასწაულმოქმედებს მიეკუთვნება. სიცოცხლის ფენომენზე როცა განმარტებას აკეთებს ექიმი, ის ბე9-ს წარმოიდგენს. . მხოლოდ ერთს ვიტყვი. თუ ბე9 ნორმა არ არის, არ არსებობს ქოლესტერინის სიჭარბე დაარეგულირო. რადგან, ის მართავს ამინომჟავების ცვლას და ყველა იმ ფრაქციას ფიზიოლოგიურ რეაქციებში, რომლებიც ქოლესტერინის სიჭარბის დროს დარღვეულია. პაბაზეა დამოკიდებული, ბე 9ის ნორმაში ყოფნა. ბე 9ზეა დამოკიდებული, ადამიანს ინფარქტი, თრომბოზი და ინსულტი თუ დაემართება. თითქოს დაუჯერებელი და უმარტივესი გადაწყვეტაა. მაგრამ, ეს არის რეალობა, რომელიც მსოფლიო მედიცინის ბევრი კვლევით და დაკვირვებით არის შესწავლილი და დამტკიცებული.ხშ ირად მეკითხებიან, რატომ მაქვს დანიშნული ბე 9 ვიტამინი ქოლესტერინის სიჭარბის დროს. რომელიც ან ცალკეა ა ნ სხვა შემადგენლობაშია დანიშნული.იმიტომ, რომ პაბამ დაიწყოს ნორმალიზება და მთავარი ბიძგი მისცეს დანგრეული მეტაბოლიზმის თანდათან აღდგენას და სასიკვდილო რისკების მოიხსნას.
როცა მკურნალობ კანის ნებისმიერ დაავადებას————ფსორიაზი, აკნე, ეგზემა, ვიტილიგო ან პერიოდული ალერგიული გამონაყარი და სხვა, საერთოდ წყალშია ჩაყრილი ყველა მკურნალობა, თუ პაბას არ აკონტროლებ. არცერთი კანის დაავადება პაბას რამდენიმეეტაპიანი კონტროლის გარეშე არ მორჩება. სკლეროდერმია, რომელიც ერთ-ერთ უმძიმეს და სიცოცხლსათვის უკიდურესად საშიშ დაავადებად ითვლება და კანის დაავადებაა, თანამედროვე ევროპული მედიცინით მხოლოდ პაბას კონტროლით იმკურნალება . ნებისმიერი დაავადება, რომელიც გამონაყრით მიდის, თუნდაც პერიოდული გამონაყრის გამოხატულებით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ,სხვა მიზეზთა შორის, არის ღვიძლის რომელიმე ფერმენტის უკმარისობა ან დეგრადაცია. სამწუხაროდ, ჩვენთან ღვიძლის სულ რამდენიმე ფერმენტი მოიაზრება-ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინო ტრანსფერაზა და სხვები , მხოლოდ რამდენიმე. ბევრი სამწუხარო შემთხვევები არსებობს, როცა ეს ფერმენტები ნორმაშია, დადებითად და ჯანმრთელად ჩაითვალა ღვიძლი. იყო ამის სამწუხარო მაგალითები. ასეთ შემთხვევებში , იგივე , ჯანმრთელღვიძლიანად შერაცხული ადამიანები ———-თურქეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ციროზების დიაგნოზებით ჩამოვიდნენ. აკნეც კი ,რომელიც პუბერტატული პერიოდის ახალგაზრდებს უფრო აქვთ, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის და ჰორმონალური კრახის მიზეზითაა. აკნეს მთავარი ბაზისი პაბას დარღვევაა. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ პაბას ცვლის დარღვევას ,ბევრი ჯირკვალი აკონტროლებს ადამიანის ორგანიზმში. მაგრამ, მისი მთავარი მაკონტროლებელი ღვიძლია.მოზარდთა აკნეს დროს, თუ ღვიძლის ფუნქციები ჯერ დაზიანებული არ არის ბოლომდე, სანაღვლე გზები დაშლაკული და დაბინძურებულია. ფერმენტების გენეტიკური დეფიციტია. ალერიული გამონაყრით მიმდინარე დაავადებების დროს, შეზღუდულობაა, თუნდაც ალერგენ-ანტისხეულის იმუნოლოგიური რეაქციის პრეზენტირება და ალერგიის წამლებზე აქცენტირება. ამ დროს რეალობაში, ღვიძლს დაქვეითებული აქვს ფილტრაციის უნარი-გლუტათიონის და ბეტაინის ცვლის მოშლის ხარჯზე . ამ ცვლების მოშლას ყველაზე მეტად განაპირობებს პაბას ცვლის დარღვევა. ასე რომ, პაბა ანუ ბ10 ვიტამინი ღვიძლისთვის, მისი ჯანსაღად ფუნქციონთრებისთვის სასიცოცხლოა .ალერგიულ პროცესებს არასწორად და უშედეგოდ მართავ, თუ პაბას ცვლას არ გაითავლისწინებ და არ დააბალანსებ. ეგზემის, აკნეს, ფსორიაზის, ამერიკული წარმოების კანის სამედიცინო კრემებში პაბაა წარმოდგენილი. ჩვენში ჯერ კიდევ არის იმ დონის წარმოდგენა, ზოგის შეგნებაში, რომ ღვიძლი მაშინაა დაზიანებული, ადამიანი რომ გაყვითლდება. ევროსტანდარტით, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის ერთი ნიშანი—— ტანზე ყავისფერი ლაქებია. ეს ყავისფერი ლაქები, პაბას დაცემის დროს ჩნდებიან. პაბა ანტიფიბროზულია. დღეს ამ ქვეყანაში დიდი პრობლემა გვქონდა კოვიდის სახით. ახლა მეორე ეტაპზე უფრო დიდი პრობლემა გვაქვს—— ფილტვების ფიბროზის სახით. რომელზეც ხშირად ვსაუბრობ და ვაფრთხილებ საზოგადოებას. უსიმპტომოდ გადატანილი კოვიდების შემდეგ ,უფრო მეტია ფილტვების ფიბროზების რიცხვი. რადგან ,კოვიდის ღიად გადატანის პერიოდში, მედიკამენტები რამე ფორმით მაინც ეხმარებოდნენ ფოლტვის ქსოვილს. ფიბროზი არის უჯრედების———გაუხეშება, გაქვავება, გადაგვარება , დეგენერაცია, რომელსაც კარგი შედეგი არ მოჰყვება. სხვა მიზეზებთან ერთად, ყველაზე მეტად პაბას დაცემა იწვევს ფიბროზს. იმდენად, რომ მას ევროპულ თანამედროვე მედიცინაში ანტიფიბროზულს ეძახიან. ხან თეთრი გამონაყარი ვიტილიგო ჰგონიათ და მექანიზმით არ არის ვიტილიგო. ეს იზოლირებული კვდომაა ფაბას——— ორგანიზმში. საერთოდ კი, ვიტილიგოს, ფაბას დაცემა მთავარ ხაზად გასდევს. ახლა ყველა დე ვიტამინზე საუბრობს ,15 წლის წინ კი, მე ექიმმა დამცინა, თუ რატომ მქონდა ეს საბავშვო ვიტამინი დანიშნული ზრდასრულ ადამიანზე. იშვიათებისთვისაც არ არის ცნობილი, რომ დე——-ს ვერ მიიღებთ მზის სხივებით , თუ პაბა დაცემული გაქვთ. ადამიანებს, ზოგს,თითქმის. ნორმა აქვს დე ვიტამინი, ზოგს კი ძალიან დაბალი. ეს ადამიანები ერთნაირად იმყოფებიან მზის სხივების ქვეშ; მაგრამ ერთს დაცემული აქვს დე ვიტამინი და მეორეს, თითქმის, ნორმა აქვს. სრული ნორმით დე ვიტამინის, დღეს ამ ქვეყანაში, თითქმის, არ არსებობს ადამიანი. დე ვიტამინი ხომ მზის სხვების საშუალებით მიიღება ადამიანში. ამ ორი ადამიანიდან, რომლებიც ერთნაირად იმყოფებოდნენ მზის სხივების დადებით გავლენის ქვეშ, იმას აქვს დე ვიტამინი ნორმას მიახლოებული, ვისაც პაბა არა აქვს დაცემული. პაბაა მთვარი შემომქმედი, დე ვიტამინი რომ შეითვისოს ადამიანმა. გარდა ამისა, პაბას აქვს ფანტასტიკური თვისება, რომ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან იხსნას ადამიანი. ის თუ ნორმაშია, მზე არ დაწვავს კანს. თმა ვისაც ნელა ეზრდება პაბას ნაკლებობა აქვს. თმის ცვენაში ბევრი ფაქტორია დამნაშავე და ამაზე ხშირად ვსაუბრობ. მაგრამ, ერთი ყველაზე მთავარი, გამელოტებაში პაბას ცვლის დარღვევაა. ძალიან ბევრი კვლევებია, თანამედრვე ევროპულ და ამერიკულ მედიცინაში ,სადაც დადა სტ ურებულია, რომ პაბა უკეთებს დიდ სტიმულაციას პიგმენტ მელანინს. ამიტომ, როგორც ვიტილიგოს, ისე ნებისმიერი კანის დაავადების მკურნალობა, უშედეგოა პაბას ცვლის რეგულირების გარეშე. ვიტილიგოს დროს , თუ პაბას ცვლა დარღვეულია ან ის ძალიან დაცემულია, ეს აისახება ადამიანის, მითუმეტეს ბავშვის განვითარებაზე და სხვადასხვა ორგანოების ადვილად დაზიანებას უწყობს ხელს. ქალური უნაყოფობის დროს ,უამრავი მკურნალობა უტარდება ადამიანებს. ებრძვიან სოკოებს , ქლამიდიებს, სტრეპტოკოკებს და სხვა. მთავარი მიზეზი უნაყოფობის ———პაბას ცვლის დარღვევაა. პაბას ცვლის აღ დგენა,მალე ჩასახვას უწყობს ხელს. ბოველ სინდრომის დროს ანუ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ასევე,გასტროინტესტინალურ სინდრომის და საერთოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, პაბას ცვლის მოწესრიგება მთავარი სამიზნე და საშველია. ხშირად ვამბობ,თანამედროვე მსოფლიო მედიცინის დადგენილ ჭეშშარიტებას—— სიმჟავე მომატებულია უმეტეს შემთხვევაში, იმუნიტეტის დაცვითი რეაქციების შედეგად. რომ გადაირჩინოს თავი ორგანიზმმა და გაანეიტრალოს უამრავი, სიცოცხლისათვის საშიში, შემოჭრილი აგენტი. მათ შორის კიბოს რადიკალები. ომეპრაზოლის ჯგუფის უსისტემო და ხანგრძლივი მიღებით ,ეს უნარი სისხლის პეჰაშს ეკარგება და ადვილად იღებს დაავადებებს ,მათ შორის კიბოსაც. ევროპული მედიცინის დასკვნით —-ომეპარზოლების ჯგუფის ხანგრძლივი გამოყენება კიბოს იწვევს. პაბას ცვლის დარეგულირება ,კუჭ-ნაწლავის დაავადებათა აგრესიული შედეგების პროფილაქტიკაა. პაბა არის კუჭ-ნაწლავის დაცვის რეალური გარანტი. ევროპულ მედიცინაში ისმევა კითხვა. ნაწლავის დივერტიკულის დროს უმრავლესობა ადამიანები ტკივილით იტანჯებიან, ზოგი კი ნაკლებად. ვისაც პაბას ცვლა ძალიან დარღვეული არა აქვთ, დივერტუკულის დროს მნიშვნელოვანი ტკივილებით არ არიან შეწუხებული.იგივე მდგომარეობაა კუჭ-ნაწლავის ყველა სინდრომის დროს .ანუ თუ პაბას ცვლა არ არის დარღვეული , კუჭ-ნაწლავის სინდრომების დროს შემაწუხებელი ტკივილები არ არის. თუ ექიმი ალერგიაზე მკურნალობს და პაბას დარეგულირებას მთავარ მაგისტრალურ ხაზად არ დაისახავს, ის ,მექანიზმებში ვერ არის გარკვეული ამ დაავადების. დერმატიტს როცა ვმკურნალობ ,მესამე ან მეორე კურსიდან ვიწყებ პაბას ცვლაზე განსაკუთრებულ ზედამხედველობას. რადგან ,პირველ კურსზე უფრო ტოქსინების და შლაკების ელიმინაციაზე ა აქცენტი და მინერალების შევსებაზე ,რაც კატასტროფულად აქვთ დაცემული თანამედროვე ადამიანებს. არა მარტო ჩვენთან. მსოფლიო მეცნიერთა ახალი დასკვნით———-მოსახლეობის 95 პროცენტს მინერალების და ვიტამინების კატასტროფული ნაკლებობა აქვთ. პაბას დარეგულირება შეიძლება დაიწყო პირველ ეტაპზე. მაგრამ, მისი ცვლის მოწესრიგება მეტად სენსიტიური პრობლემაა და ცალკე დარეგულირება სჭირდება. არცერთი ალერია, ასთმა და მსგავსი დაავადებები არ მორჩება, მისი ცვლის ფიზიოლოგიურ ნორმებში ჩაყენების გარეშე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით —–ყოველი 100 რეცეპტიდან 70ზე მეტი უსარგებლოდაა შედგენილი პაციენტებისთვის.პაბას გათვალისწინება სასიცოცხლოა და სამწუხაროდ, ეს ხშირად არ ხდება. სახსრების დაავადებების და რევმატიზმის დროსაც, თუ პაბას ცვლა დარღვეულია, მაშინ იშლება სახსარი. პაბა უმთავრეს როლშია გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობასა და სისხლის მიმოქცევის რეგულაციაში. ჭაღარა, ახალგაზრდა ასაკში იმიტომ იწყება, რომ პაბას ცვლა დარღვეულია. რაც ყველაზე მთავარია ,პაბა ერთ-ერთი იმათგანი ა ვისაც ხელში უჭირავს ცილების მეტაბოლიზმი , შესაბამისად, ამინომჟავების ცვლა , აქედან გამომდინარე გენეტიკური კოდი და საერთოდ სიცოცხლე. ამიტომაა, ის ყველაზე მთავარი გამკონტროლებელი ბე9 ვიტამინის. რომლის ცვლის მოშლით, იწყება ქოლესტერინის ცვლის მოშლის ის 27 ფრაქცია, რომლის უკონტროლობითაც მიიღება—– ინფარქტი, ინსულტი, თრომბოემბოლია და სხვა საშიშროებები. პაბა ყველაზე ორგანული ფენომენია.ის ძალიან ეხმარება სისხლის ერითროციტების მდგრადობას. ის სისხლის დამცველია და ამიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ანტიოქსიდანტი. ყველა დაავადება დაბიძურებული სისხლიდან და ლიმფიდან იწყება. პაბა ლეიკოზების პრიფილაქტიკაა. არცერთი ანემია არ იქნება, თუ პარაამინობენზოისმჟავა ანუ ბ10 ვიტამინი ნორმაშია. ანემიები ხშირად კომპენსირდება რკინის ან სხვა მეტაბოლიტების შევსებით .მაგრამ ანემია როცა ხშირად განმეორებადია, იქ საფუძვლად პაბას დეფიციტია. არ არსებობს ლეიკოზი, განსაკუთრებით ბავშვებში, თუ პაბას ცვლა ნორმაშია. ხაზს ვუსვამ არ მარტო რაოდენობას, არამედ მის ფიზიოლოგიურად სწორად მიმდინარე ცვლას , მისი დამხმარე ყველა ელემენტის ბალანსით. ყველა კონიუქტივიტის დროს—— პაბას დაცემაა. პაბას ცვლის აღდგენის გარეშე, თვალის არცერთი დაავადება არ მორჩება ბოლომდე. მხედველობა ვერ აღდგება ბოლომდე. ხშირად აღმინიშნავს, პაბას ნორმული ცვლა იცავს ადამიანს დაბერებისგან. პაბა ინარჩეუნებს მუდმივ ახალგაზრდობას. ანტიბიოტიკის სინჯებზე საუბრისას,მე მოვყევი თერაპიის წიგნში აღნიშნული ფაქტი. სტაციონარში მყოფი ადამიანი ,ღამე ეძებდა ექთანს , ის შევიდა სამანიპულაციოში. მოგეხსენებათ ,ადრე შპრიცები იხარშებოდა. როგორც კი ამ ადამიანმა პენიცილინიანი შპრიცის ჰაერი შეისუნთქა, იქვე გარდაიცვალა. მაგრამ, მეცნიერულად დადგენილია, თუ ამ შემთხვევაში ადამიანს პაბას ცვლა მოშლილი არა აქვს, შოკში ჩავარდება, მაგრამ არ გარდაიცვლება. იგივეს ვიტყოდი ანაფილაქსიაზე. ანაფილაქსიით ის იღუპება, ვისაც პაბას ცვლაში დარღვევები და მისი დეფიციტი აქვს. პაბა აკონტროლებს ფარისებრ ჯირკვლის ბევრ ფაქტორს. ბევრს ვლაპარაკობთ ბე7 ვიტამინზე, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო ფაქტორზე. მაგრამ, ბე7 ხელფეხშეკრულია, თუ პაბას ცვლა მოშლილია. ბე7 ,კლასიკურ შედეგს, ნორმული პაბას ფონზე აღწევს. ნევროზის, ფსიქოზის, დეპრესიის აგზნების და საერთოდ ნერვული უჯრედის დაზიანების დროს, აღდგენისთვის აუცილებელია პაბას ცვლის მოწესრიგება, რომ სამკურნალო შედეგი მალე დადგეს. სანამ კუჭ-ნაწლავის მკურნალობაში ფართოდ არ დაინერგება პაბას მნიშვნელობა და საერთოდ სანამ არ იქნება გათვალისწინებული პაბას ცვლის აღდგენა ფონად, მანამ იქნება ამდენი მოურჩენელი ადამიანი. ყველა მედიკამენტს ზღვრული დოზა აქვს. როგორც ნაკლებობა აზიანებს ისე მეტობაც. მაგრამ, ევროპული მედიცინა ხაზგასმით მიუთითებს პაბას ნორმის მკაცრ დაცვას, რომლის ზედოზირება და გადაჭარბება უფრო მეტ დაზიანებას იწვევს. ამიტომ შევსება კი არ უნდა იყოს ორიენტირი. არამედ ,მისი ცვლის დარეგულირება, რაც ბუნებრივ ზღვრებს და ორგანულ ბალანსს თავად შექმნის.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share