რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის ოლიმპიადის მიმდინარეობისას – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობისას.

Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბლინკენმა ავსტრალიაში, მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-ს საელჩო უკრაინაში, თანამშრომლების შემცირებას აგრძელებს და გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ აშშ-ს მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

„როგორც ადრე ვთქვით, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც შეჭრა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს და ეს მოიცავს ოლიმპიური თამაშების პერიოდს“, – ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 20 თებერვლამდე იმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share