“ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება”

“ჩვენმა პარტიამ, სხვადასხვა გარემოებების გამო, ადგილობრივ არჩევნებში 64 კანდიდატიდან მხოლოდ სამი ქალის წარდგენა შეძლო. საკრებულოს კანდიდატები არსებითად მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ დაგვეთანხმებით, ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში მოცემულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო მაღალ წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და გზას გაუხსნის მეტი წარმატებისკენ”, – თქვა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share