რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში განთავსებული რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბიმის განცხადებით, 150 ამერიკელი სამხედრო, რომელიც ფლორიდის ეროვნულ გვარდიაში მსახურობს, უკრაინას დატოვებს და ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადაინაცვლებს.
როგორც კიბრიმ წერილობით განცხადებაში ახსენა, ამერიკა მხარს უჭერს უკრაინას და სამხედროების გაყვანა არ ნიშნავს ცვლილებებს ამ მხარდაჭერაში.
ამერკის მსგავსად სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო ბრიტანეთმაც.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანელი ჯარისკაცები უკრაინას შაბათ-კვირის განმავლობაში დატოვებენ.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემთხვევაში უკრაინაში არცერთი ბრიტანელი სამხედრო არ იქნება.