“საკრებულოში დამენიშნა მანქანა… ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო” – ცოტნე კობერიძე

“საკრებულოში დამენიშნა მანქანა… ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო” – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს წევრი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” ცოტნე კობერიძე Facebook-ზე წერს:

საკრებულოში დამენიშნა მანქანა, ყოველ თვიურად სამასი ლიტრა ბენზინით. ეს მანქანაც და ბენზინიც ხალხის ფულითაა შეძენილი, ამიტომ ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო და გადავიყვანო ადამიანები. ამ ფორმით კი დავაბრუნო მათი ფული. ხვალიდან ქალაქში თუ დაინახავთ თეთრ გირჩის სტიკერიან მანქანას, ხელი დაუქნიეთ. ყოველი გასვლის წინ დავსთორავ და შეგიძლიათ მომწეროთ მისამართი სად ხართ.

ჩემი სარგებელი ისაა, რომ ბევრ ადამიანს ვნახავ, მოვუსმენ, პირდაპირი კომუნიკაცია მექნება თბილისელებთან, გავესაუბრები გირჩზე.

მგზავრი საჩუქრად მიიღებს გირჩის ლოლიპოპს. ერთადერთი შეზღუდვა: მანქანაში მხოლოდ pink floyd-ი იქნება ჩართული. როცა ამოიწურება ბენზინი გავჩერდები და შემდეგ თვეს დაველოდები. არც ერთ მეტრს არ გავივლი ჩემი საქმეებისთვის.

Image removed. CC-351-CO, ” – წერს ცოტნე კობერიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share