დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, საქართველოში, სოფელ სამებასთან 6.2 სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
” თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯერჯერობით ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.